Tuesday, December 22, 2009

I love you

">

Thursday, December 17, 2009

არ მახსოვს რომელ წელს დავწერე, ფაქტია მაშინ შეყვარებული არ ვიყავი, თუმცა ჩემს სიყვრულს რომელიც ახლა მაქვს და უბედნიერესი ვარ ვუწინასწარმეტყველე

შენ მასწავლე!

მე ყველაფერი მიყვარს შენი: ხმა, ხავრედოვანი და თბილი, ღიმილი - შემრიგებლური და დამტკბარი. მზერა ნაუცბათევი, მშვიდი, ხან გამჭოლი, საუბარი: უცნაური, დამაფიქრებელი, ლოგიკური.
მე შენი სიყვარულიც მიყვარს.
როცა შენთან ვარ, თითქოს უხილავი ძალა მთიშავს სამყაროსგან და მხოლოდ შენთან მაკავიშირებს ჩემდა უკითხავად და ვარსებობთ მხოლოდ მე და შენ! ვფიქრობ შენით, ვაზროვნებ შენით. შენა ხარ ჩემთვის კაციც და სამყაროც. შენ ნაწილი ხარ ჩემი. შენ დაბადებიდან იყავი ჩემში. მე არ ვიცოდი. მხოლოდ ვგრძნობდი ქვეშეცნეულად. დაგეძებდი, გეძებდი ყველაში, მერე ჩუმად, გაუფრთხილებლად ჩამესახლე სულში და მასწავლე სიყვარული.
მე შენ უტყვი ლაპარაკი, მდუმარე ურთიერთობა მასწავლე. თვალები თავისთავად მეტყველებენ იმას, რის გამოთქმაშიც ენაც უძულურდება ხანდახან. უხვად გადმოღვრილი სიკეთის შუქი ნათელს ჰფენს შენს სახეს.
შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, თუმცა მეშინია, ბანალობად არ იქცეს ჩემი ნათქვამი. შენ მე სამყარო დამანახვე მთელი თავისი სიმშვიდით. მადლი მომანიჭე, მადლი სიკეთისა, სიმშვენიერისა, სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა და ამიტომაც მარადიული ხარ ჩემთვის...
„მხოლოდ შენ ერთმა იცი, თუ როგორ შეიძლება ვიგრძნო თავი ისევ ცოცხლად,
მე ხომ უკვე ათასჯერ ვკვდებოდი და მხოლოდ შენი წყალობით ვცოცხლდებოდი ხოლმე კიდევ და კიდევ...

ნურასოდეს დაეჭვდები ჩემს სიყვარულში შენდამი ძვირფასო, იმიტომ რომ, რაც გადის დრო, ეს სიყვარული დღითიდღე უფრო იზრდება და ძლიერდება.
ახლა მე ვგრძნობ თავს ნამდვილად ბედნიერად,
რადგან ბოლოს და ბოლოს გიპოვე...
მე შენს ძებნაში დავხარჯე მთელი ჩემი ცხოვრება და ვიცი,
რომ იგივეს განიცდიდი შენც ჩემს მიმართ...
მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ..."

მიყვარხარ და სწორედ ახლა საჯაროდ მინდა ყველას ვუთხრა ხოდა წიგნებში ვიქექები და ვეძებ სიტყვებს სადაც სიყვარულზე რამე წერია, რა სიგიჟეა მაგრამ მაინც ;-)
ალეგზანდერ სკოტი

"მადლობელი ვარ იმ თითოეული წამისთვის, რომელიც შენ მაჩუქე...
მადლობელი ვარ გვერდში დგომისთვის ჭირშიც და ლხინშიც...
მადლობელი ვარ, რადგან მუდამ იყავი ჩემს გვერდით მაშინ,
როცა ყველაზე უფრო მჭირდებოდი...
მადლობელი ვარ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ შენ არსებობ!"
მიყვარხარ ჩემო სიყვარულო, ჩემო ალექს!!! :-*:-*:-*

Tuesday, December 1, 2009

ეს ლექსი ერთ-ერთ ლიტერატურულ საიტზე ამოვიკითხე, მის ავტორის ბოდიშს მოვუხდი იმის, გამო რომ არ ვიცი ვინ არის :((( მომიტევოს რომ ვაქვეყნებ, ვარქმევ უცნობი ავტორის ლექსს, ძალიან მომეწონა :)

მიყვარს,
როცა მომავალზე არ ვლაპარაკობთ,
ვცხოვრობთ წამში
და ორივემ ვიცით -
რომ ეს წამი არასოდეს არ იქცევა მარადისობად.

მიყვარს -
როცა ვცდილობ
გავიგო,
როდის მოვა მომავალი,
თვალებს მარიდებ,
რადგან დღევანდელმა დღემ
არაფერი მომიტანა...

მიყვარს,
როცა სიყვარულზე გესაუბრები
თითქოს ვერ ხვდები,
რომ შენ კი არა,
მხოლოდ სიყვარული მიყვარს.

მიყვარს,
როცა
ჩემი ლამაზი სხეულის გარდა ვერაფერს ხედავ,
არ მეკითხები,
წამი,
რომელშიც ახლა ვცხოვრობ
რატომ სრულდება,
და ღმერთი რომ მსჯის,
რომელია სწორედ ის ცოდვა...

მიყვარს,
როცა
იმ სიტყვებს იმეორებ,
ოდესღაც ლოცვად რომ ვაკოწიწებდი
და ჩემს წარსულებს ქუჩა-ქუჩა დაეძებ,
რომ აღსარებად მიამბო მერე...

მიყვარს,
როცა ფიქრობ,
მე, უწარსულოს
უმომავლობაც მეპატიება...
და იცი,
ჩემი უამრავი წარსულიდან
ერთიც არ დამრჩა,
ყველა მათგანი
დავტოვე სადღაც და დავივიწყე...
დავიღალე...სუნთქვაც კი მეზარება...იმიტომ, რომ ყველაფერი ამაოდ მეჩვენება...ცხოვრება არსებობას დაემსგავსა..ფიქრიც კი მძიმე სამუშაოდ მეჩვენება...ამასობაში დროც გადის, და წლები მემატება...სიზმარშიც კი ვერ ვპოულობ სიმყუდროვეს,რომ ძილი მინდოდეს...მშია და ჭამის ხალისი არ მაქვს...თვალები მეწვის,მაგრამ ძილი არ მინდა...არავინ არ მაწუხებს ,მაგრამ სულ აფორიაქებული ვარ..
მესმის საუბარი,მაგრამ შინაარსი სულ ფეხებზე მკიდია...ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელს,მაგრამ გული სხვაგან არის...სადაც გულია იქ სხეული არაა..დაღამება უფრო მიხარია, ვიდრე გათენება,არ ვიცი რატო, თითქოს დაღამება იმიტომ უნდა გიხაროდეს, რომ საღამოს დღის შედეგით იყო კმაყოფილი,მაგრამ სადაა საქმე რომ იყოს შედეგი...
ჩემი არსებობა ისეთივე უმნიშვნელოა როგორც დედამიწაზე ერთი მოლეკულის ატომი...მაგრამ,თითოეული ჩვენთაგანის არ არსებობას ისეთივე შედეგი აქვს ,როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე მოლეკულის ატომის გახლეჩას...
როგორც გითხარით,დავიღალე, მაგრამ რისგან თუ ვისგან ,ეს ჯერ არ ვიცი...

ზღარბო, ზღარბო ქაცვია,

ეს რა ქურქი გაცვია?..

დამიჩხვლიტეს ხელები,

მაგ ჩხუტუნა ნემსებმა.

ნეტავ შენი დედიკო

როგორ გელაერსება?..
მეგობრისათვის

მომაპყარ ყურნი და გამიგონე

მეგობარი არის ის, ვისაც მსჯავრი არ ეკუთვნის. გამიგონე ეს არის ის, ვისაც შენ ფართოდ უღებ კარს, უშვებ სახლში და ადგილს მიუჩენ მის კვერთხსა და ყავარჯენს. გამიგონე, მე გეტყვი და შენ გამიგონე - მეგობარი ეს არის შენი ხვედრი, ის შენ გეკუთვნის. იგი შენ გაგიღებს კარს და და არ გაუღებს სხვას. მეგობარი შენი არის ჭეშმარიტება, რასაც ის ამბობს არის ჭეშმარიტება, თუნდაც ზოგჯერ შენ მას სძულდე ესეც იქნება ჭეშმარიტება. მეგობარი შენი შენს გვერდით ღვთის წყალობით მდგომი, მოგაპყრობს შენ თავის სახეს, რომელიც ორეულია შენი სახის, მას სწამს შენი ღვთაება, შენ გწამს მისი ღვთაება და შენ შეგიძლია სდუმდე მის გვერდით და არ გეშინოდეს, რომ იგი გათელავს შენს სულში შენს ბაღებს, შენს მწვერვალებს, შენს ველებსა და შენს უდაბნოს.
მიიღე მეგობარი შენი, ფართოდ გაუღე სულის კარი, მსჯავრი მისი მიანდე მტრებს მისას.
მიიღე მეგობარი შენი და იყავნ ბედნიერი.
ამინ!
ნანა ხატისკაცი
ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული, შენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბმოდ, რამეთუ ის სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.
ადამიანი სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული, შნე ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და ამრტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.